რეგულაციები მევენახეებისთვის

ახალი მოთხოვნა მათთვის, ვისაც ვენახების გაშენება კომერციული მიზნით სურს.

ამ გეგმის განსახორციელებლად მომავალში ფერმერებს ღვინის ეროვნული სააგენტოს ნებართვა დასჭირდებათ. შესაბამისი რეგულაცია პირველი მაისიდან შედის ძალაში და ის არსებულ ვენახებზე არ გავრცელდება. სწორედ ამ დრომდეა ვადა იმ კრიტერიუმების გასაწერად, რომელთა დაცვა შესაბამისი ნებართვის მისაღებად იქნება საჭირო. დიდი ალბათობით, ერთ-ერთი კრიტერიუმი ადგილმდებარეობასთან იქნება დაკავშირებული. რეგულაციის ამოქმედების მიზნად პროდუქციის ხარისხის ზრდა და უფრო ხარისხიანი ღვინის წარმოება სახელდება. ცალკეული შენიშვნები აქვს ფერმერთა ასოციაციას, რომლის ინფორმაციით, სიახლის გარშემო პოზიციები გაყოფილია ფერმერებს შორისაც.

მოსალოდნელი პროცედურებით მარიამ ბერძენიშვილი დაინტერესდა.