თელავის განვითარების გენერალური გეგმა
მთავრობის ადმინისტრაციაში თელავის გენერალური გეგმის ძირითად მიმართულებებსა და კონცეფციაზე შეთანხმდნენ. შეხვედრაზე გენგეგმის ძირითადი მიმართულებების შესახებ პრეზენტაცია კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გამართა. გაიწერა ყველა პრიორიტეტული მიმართულება, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის მდგრადი განვითარებისთვის. მათ შორისაა ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, კულტურის განვითარების ხელშეწყობა, ქალაქის ადმინისტრაციული ფუნქციებისა და სახელმწიფო სერვისების გადანაწილება.