მთავრობამ ცოტა ხნის წინ მიღებული გადაწყვეტილება შეცვალა – ქვეყანაში პლასტმასის ბოთლების იმპორტი, რეალიზაცია და გამოყენება კვლავ ნებადართული იქნება.
რეგულაცია, რომელიც მითითებული პროდუქციის აკრძალვას ითვალისწინებდა, 2031 წლამდე გადავადდა. მიზეზად მთავრობა ბიზნესთან კონსულტაციებს, კერძო სექტორისთვის მოსალოდნელ ზარალს და სამომხმარებლო ფასების შესაძლო ზრდას ასახელებს. თავის დროზე პლასტმასის ბოთლების გამოყენების აკრძალვა გარემოს დაბინძურების საგანგაშო მაჩვენებლების და ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებების გამო გადაწყვიტეს. ბიზნესის გარდა ცოტა ხნის წინ დამტკიცებული რეგულაცია გააკრიტიკა და მისი გადახედვა მოითხოვა „ხალხის ძალამაც“.
მთავრობის შეცვლილი გადაწყვეტილება არ გავრცელდება საკვებისთვის განკუთვნილ პლასტმასის ერთჯერად პროდუქტებზე.