მსოფლიო კვირეული ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. ევროპასა და ამერიკაში კამპანიას საპროტესტო აქციებით გამოეხმაურნენ. დემონსტრანტები ქუჩებში გამოვიდნენ გვატემალაში, არგენტინასა და რიოშიც. საფრანგეთში აქციის მონაწილეებმა ფემიციდი და გაუპატიურების შემთხვევები გააპროტესტეს. გვატემალაში კი წელს მოკლული 438 ქალის ხსოვნას პატივი სიმბოლურად სანთლებით მიაგეს. ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ისაუბრა აშშ-ს პრეზიდენტმაც.