მსოფლიოში ცნობილმა რამდენიმე კომპანიამ შესაძლოა ბიზნესი საქართველოშიც დაიწყოს.
შოკოლადის მწარმოებელი შვეიცარიული კომპანია „კამილ ბლოში“ ლაგოდეხში თხილის წარმოებას გეგმავს. მომავალი თანამშრომლობის დეტალები დავოსში გახდა ცნობილი, სადაც კომპანიის ხელმძღვანელი საქართველოს პრემიერს შეხვდა. მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე საქართველოს მიმართ ინტერესი გამოთქვა განახლებადი ენერგიის სფეროში მოქმედმა ორმა ლიდერმა კომპანიამაც, რომელთაც ჩვენს ქვეყანაში მზის და ქარის ელექტროსადგურების განვითარების იდეა აქვთ. საინვესტიციო წინადადებების და ბიზნს-პროექტების განხილვის პარალელურად მოეწყო პოლიტიკური დისკუსიებიც, რა დროსაც საქართველოს პრემიერმა ოკუპირებულ რეგიონებზე და ოკუპაციაზე ისაუბრა.