დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი

დავოსში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი ორმხრივი შეხვედრა, როგორც პოლიტიკურ ლიდერებთან, ისე წამყვანი ბიზნესკომპანიების წარმომადგენლებთან. ეკონომიკური მნიშვნელობის თემებთან ერთად, დღის წესრიგშია პოლიტიკური საკითხების განხილვაც. დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს 120 ქვეყნის წარმომადგენელი და 60-ზე მეტი სახელმწიფოსა და მთავრობის ლიდერი ესწრება. ფორუმის ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართება ღაზის სექტორსა და უკრაინაში ომის დასრულების შესახებ. უმაღლესი დონის ეკონომიკური შეხვედრა 19 იანვრამდე გაგრძელდება. ფორუმს დაესწრება საქართველოს სამთავრობო დელეგაცია პრემიერის ხელმძღვანელობით.