ორხევის დასახლებაში მდებარე 76-ე ბაღში სასწავლო პორცესი 18 ნოემბერს თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანიის რეკომენდაციით შეწყდა.
მიზეზი ბუნებრივი აირის სუნი გახდა. სწავლის დაუყოვნებლივ აღდგენის მოთხოვნით ბაღში დღეს მშობლების ნაწილი მივიდა. მათი თქმით, ტერიტორიაზე ბუნებრივი აირის სუნი ნამდვილად იგრძნობოდა, თუმცა ეს საშიში არ არის და სწავლის მიმდინარეობას ხელს არ შეუშლის.
მშობლებთან შესახვედრად ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე მივიდა. მისი თქმით, დასკვნა ბაღის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რამდენიმე დღეში მომზადდება.