უკრაინაში, ოდესაში მიმდინარე მრავალეროვნული საერთაშორისო საზღვაო, საჰაერო და სახმელეთო სწავლების „სი ბრიზ 2018“-ის პირველი აქტიური ფაზა დასრულდა. ოდესის ოფიცერთა სახლში წვრთნის პირველი ფაზა სწავლების ხელმძღვანელმა პირებმა დადებითად შეაფასეს.
უკრაინის საზღვაო ძალების მეთაურმა მონაწილე ქვეყნებს მადლობა გადაუხადა და წარმომადგენლებს, მათ შორის საქართველოდან, სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
ამ დროისთვის სწავლების ფარგლებში 135 საბრძოლო გაფრენა და 20-ზე მეტი საზღვაო გასვლა განხორციელდა.