რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

ოდესის ოლქში დღეს გლოვის დღეა გამოცხადებული. ოდესაზე რუსეთის გუშინდელი სარაკეტო დარტყმის შედეგად, ბოლო მონაცემებით, ხუთი ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, საავადმყოფოში მკურნალობას განაგრძობს იერიშის შედეგად დაშავებული 23 ადამიანი. მათგან ოთხის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, მათ შორის ოთხი წლის ბავშვის. ოდესაზე სარაკეტო დარტყმის შედეგად ხანძარი გაჩნდა „კივალოვის სასახლეში“, რომელიც საერთაშორისო ჰუმანიტარულ უნივერსიტეტს ეკუთვნის. ამასთან, დღეს რუსეთის ძალებმა ხარკოვი დაბომბეს. ქალაქის მერის ცნობით, დაიღუპა ორი და დაშავდა ექვსი ადამიანი.