ოდესის ლიტერატურული ფესტივალი ბათუმში

21:59, 05.10.2022

ბათუმი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცნობილი მწერლების შეკრების ადგილია.

საქართველო ოდესის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს პირველად მასპინძლობს. საომარი მოქმედებების გამო ღონისძიების ჩატარების ადგილი შეიცვალა. რა გავლენა აქვს უკრაინის ომს მსოფლიოზე – ეს წლევანდელი ფესტივალის თემაა. დისკუსიებში უკრაინელი მწერლების ნაწილი ონლაინ მიიღებს მონაწილეობას.

შვიდწლიანი ისტორიის მქონე ფესტივალის ფარგლებში წელს დაგეგმილია ქართულ-უკრაინული პოეზიის საღამოები, ახალი წიგნების პრეზენტაციები და სემინარები. ფესტივალი ბათუმში ოთხი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

მსგავსი