უკრაინის დახმარების საკითხი

უკრაინის ქალაქ ოდესაში რუსეთის მასშტაბური თავდასხმის შედეგად დაღუპულებს გლოვობენ. სარაკეტო იერიშს 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია ათობით მოქალაქე. მას შემდეგ, რაც საფრანგეთის პრეზიდენტმა, უკრაინაში სამხედრო ძალების შესაძლო გაგზავნის შესაძლებლობის შესახებ განაცხადა, ზოგიერთი ქვეყნის ლიდერებს შორის ამ საკითხზე უთანხმოება გაჩნდა, თუმცა ერთზე ყველა თანხმდება – რუსეთის გამარჯვება დაუშვებელია.

სადავო თემაზე მსჯელობისთვის ბერლინში საფრანგეთის პრეზიდენტი და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი ჩავიდნენ. ლიდერების მხარდაჭერის მიუხედავად, შეერთებული შტატების კონგრესს ჯერ კიდევ არ დაუმტკიცებია უკრაინის დახმარების კანონპროექტი. ამასთან, სულ უფრო მეტი ქვეყანა საუბრობს, რომ რუსეთის უკრაინაში გამარჯვების შემთხვევაში, პუტინის იმპერიალისტური მიზნები კიდევ უფრო გაფართოვდება.