ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებულთა წრე ფართოვდება.
აყვანილია მერაბ მორჩაძე, რომელსაც გამოძიება სავარაუდოდ, დანაშაულის ერთ-ერთ მოწმეზე ზემოქმედებას ედავება. როგორც ირკვევა, მორჩაძე, იმ ერთ-ერთი მოზარდის ნათესავია, რომელიც პირველ დეკემბერს მომხდარი სისხლიანი გარჩევიდან ორ თვეში წითელ ბაღში ასევე არასრულწლოვნებს შორის მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილეობდა. პარალელურ რეჟიმში გამომძიებლების კითხვებს პასუხობს სამხარაულის სახელობის ესპერტიზის ეროვნული ბიუროს ის ექსპერტი, რომელიც სავარადოდ, ხორავას ქუჩაზე გამოყენებულ დანაშაულის იარაღს იკვლევდა.
გიორგი კობერიძეს ვრთავთ შინაგან საქმეთა სამინისტროდან.