იუსტიციის სკოლაში, საქართველოს მოსამართლეთა რიგით 31-ე კონფერენცია იწყება, სადაც მოსამართლეები იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრს შეარჩევენ. ამ დროისთვის საბჭოში მოსამართლე წევრის ერთი ვაკანტური ადგილია. კანდიდატების ვინაობა კონფერენციაზე გახდება ცნობილი. გარდა ამისა, კონფერენციის მონაწილეები დღეს კიდევ შვიდ საკითხზე იმსჯელებენ. დაგეგმილია რამდენიმე ანგარიშის მოსმენაც.