საია-ს სარჩელი

12:26, 18.12.2023

საია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და იუსტიციის უმაღლესი სკოლის წინააღმდეგ საჯარო ინფორმაციის გაუცემლობის გამო, სასამართლოში სარჩელებს წარადგენს. აღნიშნულთან დაკავშირებით, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ განაცხადეს. მათი განცხადებით, მოითხოვეს ისეთი მონაცემები, როგორებიცაა კონკრეტულ მოსამართლეთა დატვირთულობა, სასამართლო სისტემაში მოქმედი მოსამართლეებისა და სასამართლოს თავმჯდომარეების სია, უვადოდ დანიშნული მოსამართლეების რაოდენობა და მოსამართლეების დანიშვნის ვადები. მათი განცხადებით, ამ ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით პრობლემები არ უნდა ყოფილიყო.

 

მსგავსი