გზაზე მოთხოვნადი შუქნიშნის დაყენებასა და ტროტუარის მოწყობას ითხოვს წყნეთის გზატკეცილის მე-2 ჩიხში მცხოვრები მოქალაქეების ნაწილი.
მათი თქმით, ხილვადობის არარსებობის გამო, გზის გადაკვეთა საფრთხის შემცველია.
თბილისის მერიაში საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ. წერილობით განმარტებაში კი აღნიშნავენ, რომ ადგილზე ახალი შუქნიშნის მონტაჟი მხოლოდ ტერიტორიის მოწყობის შემდეგ იქნება შესაძლებელი. შესაბამისი თანხა კი შესაძლოა მომავალი წლის ბიუჯეტში გაიწეროს.