მოლაპარაკებები ადგილობრივებთან ხაიშში

ხაიშში ამ დროისთვის სიმშვიდეა, პროტესტი დროებით შეწყდა და ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის მიმართულებით, ხაიშის მონაკვეთზე მოძრაობა აღდგა. გზის გახსნის გადაწყვეტილება ადგილობრივმა მოსახლეობამ სოზარ სუბართან, შსს გენინსპექციის უფროსთან და მინისტრის მოადგილესთან თითქმის სამ საათიანი შეხვედრის შემდეგ მიიღო. შეთანხმების მიხედვით, 10 დღის ვადაში, სამთავრობო გუნდი ხაიშში გარკვეული შეთავაზებით უნდა ჩავიდეს, სად დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა და როგორ გაგრძელდება ხე-ტყის მოჭრა-დამუშავების პროცესი. მანამდე კი ხაიშში საპროტესტო აქციები არ გაიმართება.

მოლაპარაკებები ადგილობრივებთან დღესაც გაგრძელდება.    შეგახსენებთ, რომ მესტიის სოფლების ჭუბერისა და ხაიშის მოსახლეობა აქციას გუშინ დილიდან მართავდა. ისინი ხე-ტყის უკანონო მოპოვებასთან დაკავშირებით საგამოძიებო საგამოძიებო სამსახურის ღონისძიებებს აპროტესტებდნენ.