სვანეთში ჰესების მშენებლობას აპროტესტებენ

ჰესების მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით სვანეთში პროტესტი გრძელდება. მოსახლეობა დღეს შეკრებას ისევ გეგმავს. მოთხოვნები უცვლელია, – შეწყდეს „ხუდონჰესის“, „ნენსკრაჰესის“, „მესტია-ჭალა ჰესისა“ და ზემო სვანეთში დაგეგმილი 50-ზე მეტი ჰესის სამშენებლო სამუშაოები.

ადგილობრივები დღეს ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის ცენტრალური ავტომაგისტრალის გადაკეტვას აპირებენ. მოთხოვნების  დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში სვანეთის მოსახლეობა პერმანენტულ აქციებს აანონსებს.

დატოვე კომენტარი