თბილისის მერიის მიმართ პრეტენზიები აქვთ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული ნაკვეთების მფლობელებსაც.
მესაკუთრეები დედაქალაქის მთავრობის მიერ შეთავაზებული პირობებით არიან უკმაყოფილოები. თბილისის ახალმა გენერალურმა გეგმამ ლისის ტბის მიმდებარედ განლაგებული ნაკვეთების ნაწილში მშენებლობა აკრძალა და ტერიტორია რეკრეაციულ ზონად გამოაცხადა. არ არის გამორიცხული, რომ მიწების მფლობელები კომპენსაციის გარეშე დარჩნენ, რის გამოც მესაკუთრეები რადიკალური ზომებით იმუქრებიან.