მინდელის სახელობის შახტში არსებულ ვითარებას უკრაინელი ექსპერტები ეცნობიან
მინდელის სახელობის შახტში არსებულ ვითარებას უკრაინელი ექსპერტები ეცნობიან.
პროფკავშირების მოწვევით საქართველოში ჩამოსულ სპეციალისტებს შახტის ადმინისტრაციამ დღეს 5 აპრილს მომხდარი ტრაგედიის ადგილის დათვალიერების ნებართვა მისცა. მათ შესაბამისი დასკვნა უნდა მოამზადონ.