მინდელის შახტში უკრაინელი ექსპერტები იმყოფებიან
მინდელის შახტში უკრაინელი ექსპერტები იმყოფებიან

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში უკრაინელი ექსპერტები იმყოფებიან.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, სამთო ინჟინრები უბედური შემთხვევის ადგილს დაათვალიერებენ და მომხდარის შესახებ დასკვნას მოამზადებენ. დასკვნა ექსპერტების უკრაინაში დაბრუნების შემდეგ დაიწერება და მას საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება გაასაჯაროებს.

ექსპერტები უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებულ და ფაქტის თვითმხილველ მეშახტეებსაც შეხვდებიან.

მინდელის შახტში უბედურ შემთხვევას, მიმდინარე თვის დასაწყისში ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.