ვითარება ტყიბულში

რა გახდა მორიგი ტრაგედიის მიზეზი ტყიბულში – მინდელის სახელობის შახტში სპეციალისტები მუშაობენ.

ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროების სპეციალისტებით დაკომპლექტებული 7 კაციანი ჯგუფი შახტის იმ ნაწილს იკვლევს, სადაც გუშინ გამთენიისას აფეთქება მოხდა. ადგილზე ელოდებიან უცხოელ სპეციალისტებსაც. ამ ეტაპზე უცნობია, როდის ჩამოვლენ საქართველოში გერმანელი სამთო ინჟინრები. გამოკითხვები გრძელდება ტყიბულის პოლიციაშიც. არსებული ინფორმაციის გამოძიების მთავარი ინტერესი, შახტში არსებული უსაფრთხოების ნორმებია.

სალომე ქოქიაშვილი დეტალებით.