ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზების გამოძიება

ირანის საჰაერო სივრცეში მომხდარ ავიაკატასტროფას თვითმხილველები აღწერენ.

გამოძიებაში უკრაინა ერთვება. უკრაინელი ექსპერტები ტრაგედიის ადგილზე მუშაობენ. თუმცა შავი ყუთების ჩანაწერების გადაცემაზე ოფიციალური თეირანი ისევ უარს ამბობს. ამ დროისთვის უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოვარდნის სამი ვერსია განიხილება. მათ შორისაა ტექნიკური გაუმართაობა და რუსული სარაკეტო კომპლექსის გამოყენება. ირანული მხარის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი ანგარიშის მიხედვით, ლაინერს ცეცხლი ჩამოვარდნამდე გაუჩნდა. უკრაინის პრეზიდენტი გამოძიებაში ჩართვას სთხოვს კანადასაც. დაღუპულ მგზავრთა ნაწილი სწორედ კანადიდან იყო. უკრაინაში გლოვის დღეა. დაღუპულთა ოჯახებს დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მიუსამძიმრა.