მოკვლევის ოქმი

ტყიბულში მინდელის სახელობის შახტში შრომითი აქტივობის განხორციელება არ არის მიზანშეწონილი. ეს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის დასკვნაა, რომელიც „მოამბემ“ გამოითხოვა.

დოკუმენტის ავტორები შახტში მხოლოდ იმ სამუშაოების ჩატარებას თვლიან შესაძლებლად, რომლებიც უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს. დასკვნაში საუბარია მთელ რიგ დარღვევებზე, რომლებიც ტყიბულში ქვანახშირის მოპოვების სამუშაო პროცესს ახლავს. მათ შორის საუბარია სისტემურ დარღვევებზე. მოკვლევა 16 ივლისს მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ჩატარდა. ტყიბულში 4 მეშახტე დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა. დოკუმენტის მიხედვით, ტრაგედიას წინ ნორმების დარღვევით ჩატარებული აფეთქება უძღოდა.

მარიამ ბერძენიშვილი განაგრძობს თემაზე საუბრას.

დატოვე კომენტარი