მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის სალხინოს მამათა მონასტერთან ამ დროისთვის სიმშვიდეა, თუმცა ადგილზე სამართალდამცველები ისევ მობილიზებული არიან. იქ არც ადგილობრივი მრევლი და არც გამოსახლებული სასულიერო პირები არ გამოჩენილან.
მიტროპოლიტ სტეფანე კალაიჯიშვილის მიერ განკვეთილი ერთ-ერთი სასულიერო პირი, მამა ათენოგენე სახალხო დამცველს მოუწოდებს, მათი პრობლემებით დაინტერესდეს.