ხმაური და დაპირისპირება მარტვილის ეპარქიაში 

ჭყონდიდის ეპარქია დღეს კიდევ ერთხელ მოექცა მედიის ყურადღების ცენტრში.

სალხინოს მამათა მონასტრის ტერიტორიაზე მორიგი დაპირისპირება მოხდა. ვითარება იმდენად გამწვავდა, რომ პოლიციის მობილიზება გახდა საჭირო. რამდენიმე სასულიერო პირი დააკავეს და მოგვიანებით გაათავისუფლეს. ადგილზე სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ეპარქიის ხელმძღვანელის, მეუფე სტეფანეს მიერ განკვეთილმა მღვდლებმა მონასტრის დატოვებაზე უარი თქვეს. 15-მდე სასულიერო პირს ჭყონდიდის და მარტვილის ეპარქიის ხელმძღვანელმა, მიტროპოლიტმა სტეფანემ თვეების წინ ჯერ მღვდელმსახურების უფლება შეუჩერა, მოგვიანებით კი დესტრუქციის მცდელობის მოტივით საერთოდ განკვეთა.

 

დატოვე კომენტარი