მიხეილ კალანდიას საქმეზე ხუთი მოწმე დაიკითხა

ხუთი მოწმე დაიკითხა სასამართლოში დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებულ, მიხეილ კალანდიას საქმეზე. მათ შორის მკვლელობის ადგილთან მცხოვრები ორი პირი და 51-ე სკოლის მოსწავლეები.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ საქმეს მტკიცებულებად დაერთვება სოციალურ ქსელში მკვლელობამდე შექმნილი ჯგუფი, სადაც მიხეილ კალანდიას და სხვა მოსაზრების მიმოწერა ფიქსირდება.

ადვოკატის განმარტებით, აღნიშნული მიმოწერით დგინდება, რომ შეკრების მიზანი დაპირისპირების მშვიდობიანად მოგვარება იყო.

გამოძიება მიხეილ კალანდიას ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში დავით სარალიძის მკვლელობას ედავება.