თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით სარალიძის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ კალანდიას საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.
სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარეები შესავალი სიტყვით წარდგებიან.
კალანდიას ადვოკატის განცხადებით, დაცვის მხარე აპირებს, რომ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართოს და კალანდიასთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლა მოითხოვოს.