სასამართლომ მიხეილ კალანდია პატიმრობაში დატოვა

სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მიხეილ კალანდია პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 7 000-ლარიანი გირაოს შეფარდების თაობაზე.

დღევანდელ პროცესზე პროკურორებმა შესავალი სიტყვა წარადგინეს, სადაც ყურადღება გაამახვილეს იმ მტკიცებულებებზე, რომელიც მათი შეფასებით, მიხეილ კალანდიას ბრალს ადასტურებს.

ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ კალანდიას საქმის არსებითი განხილვა საქალაქო სასამართლოში დღეს დაიწყო.