შინაგან საქმეთა სამინისტრო დავით სარალიძის მკვლელობაში სხვა პირთა შესაძლო თანამონაწილეობის დასადგენად მუშაობას გააგრძელებს. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, სააპელაციო სასამართლოს განაჩენში გამოვლენილ გარემოებებთან დაკავშირებით შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები უმოკლეს დროში მას შემდეგ ჩატარდება, რაც საგამოძიებო ორგანო გაეცნობა სააპელაციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების სამოტივაციო და აღწერილობით ნაწილს. სწორედ ამის შემდეგ მოხდება მსჯელობა დანაშაულში სხვა პირთა შესაძლო თანამონაწილეობაზე.