ომბუდსმენი: გამოძიებამ დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული პირები სრულად ვერ გამოავლინა

„გამოძიებამ დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული პირები სრულად ვერ გამოავლინა. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების მიმდინარეობისას დაზარალებული აღნიშნულ გარემოებას ღიად აპერილებდა, გამოძიება სხვა პირების ბრალეულობაზე არ დაწყებულა. პროკურატურა გამორიცხავდა სხვა პირების მონაწილეობას,“ – ამის შესახებ სახალხო დამცველმა განაცხადა. ნინო ლომჯარია მოუწოდებს პროკურატურას დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება მკვლელობაში სხვა მონაწილე დამნაშავეების გამოსავლენად.