მიხეილ კალანდიას ბრალს დღეს წარუდგენენ

დავით სარალიძის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობისთვის დაკავებულ მიხეილ კალანდიას ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ. გვიან ღამით მისი დაცვის ქვეშ მყოფი ადვოკატმა მოინახულა. უფლებადამცველი ამბობს, რომ კალანდია თავს დამნაშავედ არ ცნობს და საქმეში არც მტკიცებულება არსებობს, რაც მის ბრალეულობას დაადასტურებს.

 

დატოვე კომენტარი