ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოხეთში დიდთოვლობის შედეგად მეწყრული პროცესი განვითარდა.
დაზიანდა შიდა სასოფლო გზა. ადგილზე მუშაობენ გეოლოგები, მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს გზის დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა.