მეუფე გრიგოლი ჭყონდიდის ეპარქიაში

დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა ჭყონდიდის ეპარქიის ახალი და ყოფილი ხელმძღვანელების შეხვედრა მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენციაში.

შეხვედრას, რომელიც დახურული იყო, მეუფე გრიგოლისა და მეუფე პეტრეს გარდა, სხვა სასულიერო პირებიც ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ეპარქიის გადაბარება მოხდა და როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მეუფეემბა თქვეს, საუბარი მშვიდ გარემოში წარიმართა.

რაც შეეხება პატრიარქის ბრძანებას მეუფე პეტრეს შიომღვიმის მონასტერში განმწესებასთან დაკავშირებით, ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი აცხადებს, რომ შიომღვიმეში წასვლას არ აპირებს და ინჩხურის მონასტერში განმწესებას ითხოვს.

თეა აბსარიძე დეტალებით.