თბილისის მეტროპოლიტენს პარალიზება ემუქრება.
მეტროს თანამშრომლები გლდანის დეპოში შეიკრიბნენ და გაფიცვის გადაწყვეტილება მიიღეს.
მოთხოვნა უცვლელია, მათ ხელფასების გაზრდა სურთ.
მემანქანეებს სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამუშაო საათებში გაფიცვის უფლება განუსაზღვრელი ვადით აქვთ შეზღუდული. ამიტომაც, მიტროპოლიტენის თანამშრომლები პროტესტს არასამუშაო დროს გეგმავენ და აცხადებენ, რომ დასვენების პერიოდში საგაფიცვო რეჟიმში ყოფნის გამო, გარკვეული პერიოდის შემდგომ, მოსახლეობის მომსახურებას ფიზიკურად ვეღარ შეძლებენ.