მეტეხის 14 ნომერში საცხოვრებელი სახლში ჩამოინგრა. მცირეწლოვანი ბავშვებით შენობაში სამი ოჯახი ცხოვრობდა. შემთხვევის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა.
ადგილზე ამ დროისთვის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
დაზარალებული ოჯახები ადგილობრივმა გამგეობამ დროებით საცხოვრებელში გადაიყვანა.
ნგრევა პირველად ორი დღის წინ მოხდა, მაშინ შენობის პირველი სართული დაზიანდა, გუშინ გვიან ღამით კი შენობის სამივე სართული დაინგრა.