შემთხვევა ავლაბარში

ავლაბარში, ჩეხოვის №2-ში სამ სართულიანი შენობის ერთი ნაწილი ჩამოინგრა.

ნგრევის შედეგად არავინ დაშავებულა. შენობა წლებია ავარიულია და მოსახლეობის ნაწილი თბილისის მერიას ქირით ჰყავს გაყვანილი. ნგრევის დროს დაზიანდა ბუნებრივი აირის მილი. ადგილზე იგრძნობოდა ბუნებრივი აირის მძაფრი სუნი. დაზიანებული მილი „თბილისი ენერჯის“ თანამშრომლებმა გადაკეტეს. ამ დროისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება 400-მდე ოჯახს აქვს შეწყვეტილი. როგორც კომპანიაში აცხადებენ, გაზის მიწოდება ადგილობრივებს დღის ბოლომდე აღუდგებათ. ადგილზე იმყოფებოდა ისნის რაიონის გამგებელი, ნიკოლოზ ელისაშვილი. მისი ინფორმაციით შენობის მდგომარეობა განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დამძიმდა, რის გამოც ტერიტორია საპატრულო პოლიციას გადაკეტილი ჰქონდა. ელისაშვილის განცხადებით, შენობის ერთ ნაწილში რამდენიმე ოჯახი რჩებოდა, ისინი სხვადასხვა მიზეზით უარს აცხადებდნენ ქირით გასვლაზე, თუმცა მომხდარის შემდეგ შენობას ისინიც დატოვებენ.

დატოვე კომენტარი