სასიამოვნო სიახლეა სრიალის მოყვარულებისთვის. მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი საბაგირო უკვე ოფიციალურად გაიხსნა. მშენებლობა ზაფხულში დაიწყო და რეკორდულ დროში დასრულდა.
კურორტზე 7-კილომეტრიანი 5 სათხილამურო გზაა, რომელიც ყველა კატეგორიის მოთხილამურისთვის არის გათვლილი. ასევე მცირე ზომის საბაგიროები მონტაჟდება სვანეთის 5 სოფელში – მაზერში, უშხვა-ნარში, ეცერში, უშგულსა და დაბა ლენტეხში.
ბოლო 5 წლის განმავლობაში, საქართველოს ზამთრის კურორტებზე ვიზიტორთა რაოდენობა მკვეთრად არის გაზრდილი.