„მთის ხალხის ფესტივალი“
იტალიის ქალაქ ბრუნეკში, „მთის ხალხის ფესტივალი“ გაიმართა, რომელიც სვანეთის კულტურას მიეძღვნა. სვანური ხალხური შემოქმედების პოპულარიზაციის მიზნით, ფესტივალის სტუმრებისთვის, სვანური კულტურისადმი მიძღვნილი საგამოფენო-სადემონსტრაციო სივრცე ლეგენდარული მთამსვლელის, რეინოლდ მესნერის მთის მუზეუმში მოეწყო. ხალხური რეწვის ოსტატებმა ადგილზე დაამზადეს სვანური ქუდები, წარადგინეს სვანური ტრადიციული ინსტრუმენტების შექმნის ისტორია და დამზადების ტექნოლოგია, გაიმართა ქართული ეროვნული სამზარეულოს დეგუსტაცია.