მესტიაში ზამთრის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა

მესტიაში ზამთრის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. სამთო-სათხილამურო კურორტი დამსვენებელს სიახლეებით ხვდება. სრიალის მოყვარულებისთვის თეთნულდზე ოთხი სასრიალო ტრასა განახლდა. ასევე მესტიასა და ჰაწვალს შორის დამაკავშირებელი საბაგიროს საშუალებით, ტურისტებს მწვერვალზე ასვლა გაუმარტივდათ.

უშუალოდ ჰაწვალზე კი მათ ასევე რეაბილიტირებული ორი ტრასა ელოდებათ. დღის განმავლობაში სვანეთის სტუმრებისათვის მრავალფეროვანი წარმოდგენებიც დაიგეგმა. მოწყობილია საგამოფენო სივრცე, ყინულის სკულპტურები, იმართება საახალწლო ბაზრობაც. დაგეგმილია ცეცხლოვანი შოუც. ღონისძიებები საღამოს კონცერტით დასრულდება.