როგორია უშგულში დაშავებულის მდგომარეობა

19 წლის ბიჭი, რომელიც უშგულის კოშკიდან გადმოვარდა, ამ დროისთვის ღუდუშაურის კლინიკაში იმყოფება. ის უშგულიდან თბილისში ვერტმფრენით გადმოიყვანეს და ამ წუთებში გამოკვლევები უტარდება. დიაგნოზი სწორედ სამედიცინო კვლევების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.