ახლობლების ინფორმაციით, უშგულის კოშკიდან გადმოვარდნილ ახალგაზრდას სავარაუდოდ ხერხემლის მალები აქვს დაზიანებული
ახლობლების ინფორმაციით, უშგულის კოშკიდან გადმოვარდნილ ახალგაზრდას სავარაუდოდ ხერხემლის მალები აქვს დაზიანებული

ახლობლების ინფორმაციით, უშგულის კოშკიდან გადმოვარდნილ ახალგაზრდას სავარაუდოდ ხერხემლის მალები აქვს დაზიანებული, – ამის შესახებ მათ პირველ არხს განუცხადეს.

მათი თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი დაახლოებით 20-25 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდნა.

როგორც დაშავებულის ახლობლები ამბობენ, შემთხვევის მიზეზი სავარაუდოდ კოშკიდან ერთ-ერთი ქვის ჩამოშლა გახდა, რის შედეგადაც ახალგაზრდას ფეხი დაუცდა და გადმოვარდა.

დაშავებული უშგულიდან ვერტმფრენით ღუდუშაურის კლინიკაში გადმოიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, პაციენტი კონტაქტურია და ამ ეტაპზე გამოკვლევები უტარდება. დიაგნოზი სამედიცინო კვლევების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულში ახალგაზრდა კოშკიდან დღეს ჩამოვარდა.