პროტესტი სვანეთში

ქიმიური მეთოდით ოქროს მოპოვებას აპროტესტებენ სვანეთში. დღეს მოსახლეობის ნაწილმა აქცია გამართა. ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფელ იელში, მოპოვებით სამუშაოებს, კომპანია ” ოპტიკალ სერვისი” ქიმიური მეთოდით აწარმოებს.

მოსახლეობის განმარტებით, ასეთი გზით ოქროს მოპოვება, დიდ ეკოლოგიურ ზიანს არა მხოლოდ სვანეთის ბუნებას, არამედ მთელი შავი ზღვის სანაპიროს მიაყენებს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მდინარე, რომელშიც ოქრო ქიმიურად ირეცხება, ენგურს უერთდება.