მეკვლეობის ტრადიცია სვანეთში

მეკვლეობის საინტერესო ტრადიცია არსებობს სვანეთში.

მეკვლე სახლის კერას სამჯერ შემოუვლის, რის შემდეგაც სპეციალური რიტუალი სრულდება. გამორჩეულია სადღესასწაულო სუფრაც, რომლის განუყოფელი ნაწილი კუბდარია, თუმცა მისი მომზადების წესი წლებთან ერთად იცვლება.

ახალი წლის ტრადიციული კერძები, მეკვლე და სვანური ფერხული, რომელიც ყოველ 31 დეკემბერს სრულდება – ნახეთ რეპორტაჟი მესტიის რაიონის სოფელი ჭუბერიდან.