ტყიბულში, ძიძიგურის შახტის თანამშრომლებმა გაფიცვა გამოაცხადეს.
200-ზე მეტი მეშახტე სამუშაოზე გასვლას იქამდე არ აპირებს, ვიდრე კომპანია მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს. დღეს ძიძიგურის შახტის ადმინსტრაციის შენობასთან საპროტესტო აქციაზე შეკრებილებმა რამდენიმე მოთხოვნა დააყენეს. ისინი გაცდენილი დღეების სრულად ანაზღაურებას, შახტის ბაგირის შეცვლას და შახტის სარკინიგზო სარეაბილიტაციო სამუშაოების დროულად დასრულებას მოითხოვენ. ამავე დროს, მეშახტეების შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას მთლიანად ხელისუფლებას აკისრებენ. შეკრებილების თქმით, სულ რამდენიმე დღის წინ ხუთი მეშახტე მხუთავი აირით მოიწამლა.
კომპანიის მხრიდან მეშახტეების საპროტესტო აქციაზე კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.