„შრომის უსაფრთხოება და უფლებები საქართველოში“ 

დღეს შრომის უსაფრთხოების დაცვის დღეა.

თარიღთან დაკავშირებით, შრომის ინსპექციის სამსახურის ორგანიზებით კონფერენცია გაიმართა სახელწოდებით, „შრომის უსაფრთხოება და უფლებები საქართველოში“. აღინიშნა, რომ 2021 წელს, წინა წლებთან შედარებით, სამჯერ არის შემცირებული სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა. იმსჯელეს არსებულ გამოწვევებზე.

შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელმა სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.