უსაფრთხოება სამუშაო ადგილებზე

გამოწვევები შრომის უსაფრთხოების სფეროში.

კანონმდებლობის გამკაცრების და ახალი რეგულაციების ამოქმედების მიუხედავად, დაღუპულთა სტატისტიკა მაინც მაღალი რჩება. ლეტალობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მშენებარე ობიექტებზე ფიქსირდება. მთავარ მიზეზად სიმაღლეზე მუშაობის დროს უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევა სახელდება. ექსპერტების აზრით, ინსპექტირების სიხშირის გაზრდის მიუხედავად, შრომის ინსპექციის ზედამხედველობა არასაკმარისია. პროფკავშირები რეგულაციების აღსრულებაზე კონტროლის გამკაცრებას ითხოვენ.