პროექტი - შრომის უსაფრთხოების დესპანი

სამუშაო ადგილებზე კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ახალი პროექტი იწყება. პროექტში „შრომის უსაფრთხოების დესპანი“ – საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები ჩაერთვებიან. ისინი სამუშაო ადგილებზე დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლების პროცესში მონაწილეობას შრომის ინსპექტორებთან ერთად მიიღებენ. შერჩეული სტუდენტები ცნობიერების ამაღლების პროცესში ჩართვამდე სპეციალურ სწავლებას გაივლიან.