რეზონანსული აღმოჩნდა ტაქსებთან დაკავშირებით თბილისის მერიის დღევანდელი გადაწყვეტილება.
ტაქსით მომსახურების ნებართვის აღების შემდეგ ტენდერში გამარჯვებული კომპანია მძღოლებს მანქანებს თეთრად თავად შეუღებავს, სანაცვლოდ მძღოლი ვალდებულია, ორი წლის განმავლობაში საკუთარ ავტომობილზე მითითებული კომპანიის რეკლამირება მოახდინოს. შეღებვის ვაუჩერთან ერთად მძღოლი მანქანის ქიმიური წმენდის ვაუჩერსაც მიიღებს.
სფეროში დასაქმებულთა ერთი ნაწილის გარდა, დედაქალაქის მთავრობის შეთავაზებას ნეგატიური რეაქციები მოჰყვა საკრებულოს ოპოზიციის მხრიდანაც.