რუსთავის მერის სარჩელი

რუსთავის მერია ადგილობრივი ოპოზიციის წინააღმდეგ – რატომ ფერხდება მუნიციპალური პროექტები და არის თუ არა ქმედება მიზანმიმართული. სასამართლო სხდომა უკვე სამი საათია მიმდინარეობს. ქალაქის მერია საკრებულოს ოპოზიციას სასამართლოში უჩივის და რეგლამენტის დარღვევაში ადანაშაულებს. უკვე სამი საათია, დასკვნითი სხდომა იმართება. საქმეს მოსამართლე ნინო ონიანი იხილავს. სხდომას ესწრება რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძეც. სავარაუდოდ, გადაწყვეტილება დღესვე გახდება ცნობილი.

რუსუდან ლოლაძე დეტალებით.