მერიაში დაგეგმილ სტრუქტურულ ცვლილებებს საკრებულოს ოპოზიცია აკრიტიკებს

დედაქალაქის მერიაში დაგეგმილ სტრუქტურულ ცვლილებებს საკრებულოს ოპოზიცია აკრიტიკებს.

დეპუტატების განცხადებით, ცვლილებები ბიუროკრატიული ხარჯის გაზრდას გამოიწვევს. თბილისის მერმა საკუთარ გეგაზე დღეს ისაუბრა.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს გამოეყოფა ურბანული განვითარების მიმართულება და არქიტექტურის სამსახური მხოლოდ სერვისებზე ორიენტირებული სტრუქტურა გახდება. ამასთან, იქმნება ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური.

ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური გარდაიქმნება გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურად, რომელიც მშნებლობის ნებართვების გაცემის საკითხში ჩაერთვება.

გაერთიანდება კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულებები. ასევე გაერთიანდება ორი საქალაქო სამსახური.

რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, კახა კალაძე ამბობს, რომ კადრების შემცირება მთავრობის თვითმიზანი არ არის და საკითხი, საბოლოოდ, თებერვლის ბოლოს რეორგანიზაციის დასრულების შემდეგ გაირკვევა.